შეხვედრის მესამე დღე:
მსგავსად წინა ორი დღისა შეხვედრა დაიწყო საინტერესოდ.ვისაუბრეთ წინა დღით მიღებული ცოდნაზე. გავეცანით დღის განმავლობაში შესასწავლ საკითხებს.
ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე ,რომელსაც შეიძლება ქონდეს განსხვავებული მნიშვნელობა მოსწავლისათვის და მასწავლებლისთვის. გავეცანით პროექტის დიაგრამას და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საფეხურებს.
დაგეგმვა: რომლის დროსაც განისაზღვრება რა პრობლემის მოგვარებას აპირებს ჯგუფი.
მომზადება: რომლის დროსაც უნდა მომზადდეს ისტ და სხვა დამხმარე საშუალებები და გაფრთხილდნენ ის ადამიანები ვისი მონაწილეობაც პროექტში მნიშვნელოვანია.
განხორციელება:წინასწარ დაგეგმილი გეგმს მიხედვით აქტივობების განხორციელება.
წარდგენა: რომლის დროსაც უნდა მომზადდეს პროექტის ამსახველი პრეზენტაცია.
შეფასება:მასწავლებლები მოსწავლეებთან შედარებით შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად აფასებს პროექტს.
შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შექმნაზე შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები.
ვთვლი რომ დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.
No comments:
Post a Comment