რეფლექსია
დღე პირველი: შეხვედრა დაიწყო პრეზენტაციით ,ტრენინგის მიზნებისა და მონაწილეების გაცნობით. პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. განსაკუთრებით კაცუნები ,რომლებიც ადამიანების განწყობის სხვადასხვა მოთხოვნას გადმოსცემდნენ.
შემდეგ გავეცანი ვიუვერს , სტრუქტურას, ნავიგაციას.
გონებრივი იერიშის გამოყენებით მოხდა 21 -ე საუკუნის ბავშვების უნარ -ჩვევების გამოვლენა. შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი 5 საკითხის გაფერადება და დისკუსის მეთოდით განხილვა საკითხების აქტუალურობისა.ასევე მოხდა პროექტის შემადგენელი საქაღალდეებისა და დოკუმენტების გაცნობა.პროექტის ნიმუშის ჩვენება რომელმაც მომცა საშუალება ნათლად დამენახა პროექტის სწორად წარმართვისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება . შეხვედრის დასასრულს ბლოგზე განვათავსე რეფლექსია. დრე იყო საინტერესო ,ემოციური და საინტერესო ინფორმაციით დატვირტული.
No comments:
Post a Comment