Sunday, October 21, 2018

მეცხრე დღე

 მეცხრე დღე
შეხვედრის მეცხრე დღემ საინტერესოდ ჩაიარა. შევაჯამეთ რვადღის განმავლობაში მიღებული ცოდნა, რომელიც ძალიან ინფორმაციული და  მრავლისმომცველი იყო.გავაკეთეთ პრეზენტაცია . მოვისმინეთ თითოეული მონაწილის პრეზენტაცია .გაჩნდა ათასგვარი იდეები სხვადასხვა პროექტების შექმნასთან დაკავშირებით, რაც იძლევა საშუალებას მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები., ჩამოუყალიბდეთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
უღრმესი მადალობა თითოეული დღისათვის

Saturday, October 20, 2018

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღემ წარმატებულად ჩაიარა. გავეცანით დღის განმავლობაში გასაცნობ თემებს.პრაქტიკული სამუშაოებით გავეცანით სხვადასხვა აქტივობებს . ვისაუბრეთ
დიფერენცირებულ სწავლებაზე და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.
განვიხილეთ სასწავლო პროექტის საჭირო რესურსებზე და ჩავწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო რესურსების ჩამონათვალი.ჩვენი საქაღალდეები გავათავისუფლეთ ზედმეტი ფაილებისაგან. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე. ჩვენს მიერ შექმნილი პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე. დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი

Friday, October 19, 2018

მეშვიდე დღე

პროექტის მეშვიდე დღე საინტერესოდ წარიმართა .განვიხილეთ საშინაო დავალება და მოვისმინეთ საინტერესო ვარიანტები. შემდეგ გავეცანით მიმდინარე დღის სამუშაო მასალას. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ვიმუშავეთ განმავითარებელი თვიშეფასების რუბრიკაზე.
ვისაუბრეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.
გავიარეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი, გაზეთის შეფასების ჩეკლისტი ,ბროშურის შეფასების ჩეკლისტი.
პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ ველი შეფასების მოკლე მონახაზი და ჩავწერეთ ჩამონათვალი იმ შეფასების ა რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ.
ტრენინგის ბოლოს დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები.

Sunday, October 14, 2018

მეექვსე დღე

შეხვედრის მეექვსე დღე განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართაგავეცანით დღის გეგმას.პრაქტიკულად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ბროშურებისა და გაზეთის შაბლონები და როგორ უნდა გადავუგზავნოთ მოსწავლეს.პროდუქტი ისე უნდა მიეწოდოს რომ მოსწავლემ შექმნას სრულყოფილი რესურსი.
ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, ვისწალვლეტ გაჯეტების დამატება და სასურველი დიზაინის ჩასმა და შეცვლა. დავალებად მივიღეთ დავამზადოთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი.

Saturday, October 13, 2018

მეხუთე დღე

შეხვედრის მეხუთე დღე საინტერესოდ წარიმართა .ტრენერმა ნათლად განგვიმარტა შესასრუებელი სამუშაო. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე ჩავაშენეთ ბლოგში.ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე რესურსისა და ვიდეოს ატვირთვაზე. საავტორო უფლებების დაცვაზე. ასევე ჩვენ პროექტს დავურთეთ შესაბამისი ლიტერატურის ჩამონათვალი. დღე იყო ნაყოფიერი და ხალისიანი

პროექტის რესურსი

პროექტის პრეზენტაცია